Monday, August 4, 2008

გუნდი "გრიფონი" დღე მეოთხე





დღე 4- 2 აგვისტო









დღე საუზმით დაიწყო. შევიმუშავეთ დღის განრიგი. დაახლოებით პირველი საათისთვის გავემართეთ სოფელში კვლევა ძიებისთვის. ვიძრომიალეთ მთაზე, კლდეზე,ტყე -ღრეში, ბუჩქებსა და ნაძვნარში. ჩვენს თვალწინ აღუწერელი სილამაზე გადაიშალა. ვნახეთ ყველაზე მაღალი დასახლებული ადგილი. გზადაგზა სურათებს ვიღებდით. ბოლოს სოფლის მოსახლეობასაც შევხვდით. პირველი ცდა უშედეგო აღმოჩნდა. ჩვენს თხოვნაზე, მათთან გასაუბრების შესახებ, ცივი უარი მივიღეთ . სახლის ფანჯრებიდან დაახლოებით ათი წელს ზევით შიშველი მამაკაცი გამოგვენთო. თავიდან ძალიან შევშინდით. მთიულებმა ხანჯლები არ იშიშვლონო, მაგრამ ბოდიშის მოხდის შემდეგ გამოვექეცით იქაურობას. მომდევნო გაჩერება ქალბატონი ნინო ბედოიძის ოჯახში იყო. გვინდა გითხრათ, რომ სტუმართმოყვარე ხალხი აღმოჩნდა, ნამცხვრითაც გაგვიმასპიძლდნენ. ინფორმაციის მიღების შემდეგ სოფლის უხუცესთან ბატონ ლადო ბედოიძესთან გავემართეთ. უკანასკნელი კიდევ უფრო საინტერესო რესპოდენტი აღმოჩნდა, რომელმაც გასაოცარი ამბები მოგვითხრო. ხვდებოდით, რომ გახარებული იყო ჩვენი სტუმრობით . დიდი ხნის საუბრის შემდეგ უკან დავბრუნდით, შთაბეჭდილებებითა და უამრავი საჭირო ინფორმაციით. ვახშმის შემდეგ გავუზიარეთ ემოციები საზოგადოებას. გვინდა გითხრათ, რომ ძალიან ვიხალისეთ. ამ დამღლელი დღის ბოლოს კვლავ სამუშაო მაგიდას მივუსხედით, ვცადეთ ინფორმაციის თავმოყრა.

3 comments:

Anonymous said...

გუნდი გრიპონი 4ევერ მაგადები ხარტ მხოლოდ დისკავერის მერე.მართლა კარგია გისურვებთ ყველაფერსი გამარჯვებას

Qvesheti said...

ძალიან მომეწონა თქვენი თემა.მეოთხე დღე ყველაფრით მომეწონა.გასაკუთრებით მომეწონა თემის შინაარსი,მაგრამ ვიზუალური მხარეც კარგი იყო.ყოჩაღთ.

Qvesheti said...

ძალიან მომეწონა თქვენი თემა.მეოთხე დღე ყველაფრით მომეწონა. განსაკუთრებით მომეწონა თემის შინაარსი,მაგრამ ვიზუალური მხარეც კარგი იყო.ყოჩაღთ.ნუკა