Monday, August 4, 2008

გუნდი "გრიფონი" დღე მეორე





დღე 2- 31 ივლისი










დღე 10 სთ ზე დაიწყო. კომფორტულ სასტუმროში გემრიელი საჭმელით გაგვიმასპიძლდნენ. ყველანი შევიკრიბეთ დარბაზში, სადაც ბანაკი ოფიციალურად გაიხსნა. ფონდ “ირმის ნახტომის” წარმომადგენელმა ეკა ჯელაძემ მოგვილოცა ფინალისტობა, სასიამოვნო დასვენება გვისურვა და სამახსოვრო საჩუქრებიც გადმოგვცა. შემდეგ გაგვეცნო iEARN- ის კოორდინატორი საქართველოში ბატონი პავლე თვალიაშვილი, რომელმაც უკრაინელი სტუმარი ქალბატონი ნინა დემეტიევსკა წარგვიდგინა. მანაც არ დაიზარა და სამახსოვრო საჩუქრები დაგვირიგა. გავეცანით ბანაკის წესებს და კვირის განრიგს. სადილის შემდეგ გაიმართა ტრენინგი თემაზე “მე ვიკვლევ”. შევიმუშავეთ ჰიპოტეზა, რომლის დამტკიცება მოგვიხდება ბანაკის განმავლობაში. ეს ყველაფერი წარვუდგინეთ ბატონ პაატა პაპავას. საღამო დისკოთეკით დამთავრდა.

1 comment:

Kvesheti said...

ეს ყველაფერი ძალიან საინტერესო იყო, მაგრამ დამაინტერესა, თუ რატომ არ გაქვთ მითითებული ჰიპოთეზა. თამთა ოსაძე