Monday, August 4, 2008

გუნდი "გრიფონი" დღე მეოთხე





დღე 4- 2 აგვისტო









დღე საუზმით დაიწყო. შევიმუშავეთ დღის განრიგი. დაახლოებით პირველი საათისთვის გავემართეთ სოფელში კვლევა ძიებისთვის. ვიძრომიალეთ მთაზე, კლდეზე,ტყე -ღრეში, ბუჩქებსა და ნაძვნარში. ჩვენს თვალწინ აღუწერელი სილამაზე გადაიშალა. ვნახეთ ყველაზე მაღალი დასახლებული ადგილი. გზადაგზა სურათებს ვიღებდით. ბოლოს სოფლის მოსახლეობასაც შევხვდით. პირველი ცდა უშედეგო აღმოჩნდა. ჩვენს თხოვნაზე, მათთან გასაუბრების შესახებ, ცივი უარი მივიღეთ . სახლის ფანჯრებიდან დაახლოებით ათი წელს ზევით შიშველი მამაკაცი გამოგვენთო. თავიდან ძალიან შევშინდით. მთიულებმა ხანჯლები არ იშიშვლონო, მაგრამ ბოდიშის მოხდის შემდეგ გამოვექეცით იქაურობას. მომდევნო გაჩერება ქალბატონი ნინო ბედოიძის ოჯახში იყო. გვინდა გითხრათ, რომ სტუმართმოყვარე ხალხი აღმოჩნდა, ნამცხვრითაც გაგვიმასპიძლდნენ. ინფორმაციის მიღების შემდეგ სოფლის უხუცესთან ბატონ ლადო ბედოიძესთან გავემართეთ. უკანასკნელი კიდევ უფრო საინტერესო რესპოდენტი აღმოჩნდა, რომელმაც გასაოცარი ამბები მოგვითხრო. ხვდებოდით, რომ გახარებული იყო ჩვენი სტუმრობით . დიდი ხნის საუბრის შემდეგ უკან დავბრუნდით, შთაბეჭდილებებითა და უამრავი საჭირო ინფორმაციით. ვახშმის შემდეგ გავუზიარეთ ემოციები საზოგადოებას. გვინდა გითხრათ, რომ ძალიან ვიხალისეთ. ამ დამღლელი დღის ბოლოს კვლავ სამუშაო მაგიდას მივუსხედით, ვცადეთ ინფორმაციის თავმოყრა.

გუნდი "გრიფონი" დღე მესამე



დღე 3- 1 აგვისტო












დღე ჩვეულებისამებრ დაიწყო. საუზმეზე პატარა გიოს დაბადების დღე მივუოლოცეთ.
შემდეგ სამუშაო განწყობით დარბაზში შევედით. ლექციას ქალბატონი ნინა გვიკიტხავდა. გვინდა გითხრათ, რომ ლექციამ მოლოდინს გადააჭარბა. ვფიქრობდით, რომ კომპიუტერს კარგად ვფლობდით, მაგრამ ეს ასე არ აღმოჩნდა. ბევრი ახალი რამ გავიგეთ, ბევრი საინტერესო ინფორმაცია მივიღეთ და ვისწავლეთ და მივიღეთ. დატვირთული დღის შემდეგ უფროსებმა სასიამოვნო სიურპრიზი მოგვიწყვეს. ყველანი გავემართეთ ტყეში კოცონის დასანთებად. ციცაბო კლდეებზე ცოცვით მივაღწიეთ დანიშნულების ადგილს, საიდანაც სოფელი ქვეშეთი ხელის გულივით მოჩანდა. ყველანი კოცონს შემოუსხედით, ვითამაშეთ, ვისაუბრეთ და გაწვიმების მალევე დავბრუნდით. კლდეზე ჩამოსვლისას სიბნელეში ერთმანეთს ვეხმარებოდით. სასტუმროში მშვიდობიანად დავბრუნდით.

გუნდი "გრიფონი" დღე მეორე





დღე 2- 31 ივლისი










დღე 10 სთ ზე დაიწყო. კომფორტულ სასტუმროში გემრიელი საჭმელით გაგვიმასპიძლდნენ. ყველანი შევიკრიბეთ დარბაზში, სადაც ბანაკი ოფიციალურად გაიხსნა. ფონდ “ირმის ნახტომის” წარმომადგენელმა ეკა ჯელაძემ მოგვილოცა ფინალისტობა, სასიამოვნო დასვენება გვისურვა და სამახსოვრო საჩუქრებიც გადმოგვცა. შემდეგ გაგვეცნო iEARN- ის კოორდინატორი საქართველოში ბატონი პავლე თვალიაშვილი, რომელმაც უკრაინელი სტუმარი ქალბატონი ნინა დემეტიევსკა წარგვიდგინა. მანაც არ დაიზარა და სამახსოვრო საჩუქრები დაგვირიგა. გავეცანით ბანაკის წესებს და კვირის განრიგს. სადილის შემდეგ გაიმართა ტრენინგი თემაზე “მე ვიკვლევ”. შევიმუშავეთ ჰიპოტეზა, რომლის დამტკიცება მოგვიხდება ბანაკის განმავლობაში. ეს ყველაფერი წარვუდგინეთ ბატონ პაატა პაპავას. საღამო დისკოთეკით დამთავრდა.

გუნდი "გრიფონი" დღე პირველი






დღე 1 – 30 ივლისი








დილის 11 საათზე დატვირთულები გამოვედით კომფორტული ავტობუსით თბილისიდან. გეზი ქვეშეთისკენ ავიღეთ. გზადაგზა ერთმანეთს ვეცნობოდით ფინალისტები. პირველი გაჩერება იყო ჟინვალის წყალსაცავთან. ფოტოების გადაღების შემდეგ გზა განვაგრძეთ. შემდეგ ანანურის ციხე მოვინახულეთ, ვისაუზმეთ და ქვეშეთისკენ გავემართეთ. გზადაგზა ნანახმა ბუნებამ აღგვაფრთოვანა. ბოლოსდაბოლოს მივაღწიეთ სასტუმროში, დავბინავდით და ვისადილეთ. მიუხედავად დამღლელი მგზავრობისა პირველი სამუშაო ჩავატარეთ. დავიყავით გუნდებად. ავირჩიეთ სახელი, ლოგო და სლოგანი. მოეწყო პრეზენტაციები . ბოლოს დაღლილებმა ლოგინს მივაშურეთ.